ნანუკა ჟორჟოლიანი: ჩხრეკაზე აპირებენ ჩემთან მოსვლას

18-03-2025 12:41:07 პოლიტიკა ,სამართალი

ჩხრეკაზე აპირებენ ჩემთან მოსვლას - ჯერ ბჭობენ,- იტყობინება „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელი ნანუკა ჟორჟოლიანი.

„ჩხრეკაზე აპირებენ ჩემთან მოსვლას.

მეგობრებო, კომპიუტერიდან არაფერს ვშლი. ყველა ინფორმაცია დარჩება, რაც დეტალურად აღწერს რა გაუკეთებია ფონდს.

რუსეთის აგენტების შეტანილი განცხადების საფუძველზე ჩემი დევნა ისეთი პატივია, ახლა მარტო იმაზე ვდარდობ, ეგო როგორ დავაწყნარო“,- წერს ჟორჟოლიანი.

17 მარტს პროკურატურამ რამდენიმე ფონდის ანგარიში "საბოტაჟის საქმეზე" დაწყებული გამოძიების ფარგლებში დააყადაღა - უწყების განცხადებით, დაყადაღებულია: "ნანუკას ფონდი", "ფროსფერითი", "ფონდი ერთმანეთისთვის 24/7", "სირცხვილია", "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი".

აღნიშნული ფონდები ფინანსურ და იურიდიულ დახმარებას უწევენ პროევროპული აქციების დროს დაკავებულ და დაჯარიმებულ მოქალაქეებს, ასევე გურიის სტიქიის დროს დაზარალებულ მოსახლეობას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები