ირანის პარლამენტმა მუშაობა გაურკვეველი დროით შეაჩერა

28-02-2020 22:43:35 მსოფლიო

ირანის პარლამენტმა მუშაობა გაურკვეველი დროით შეაჩერა.

„ახალი ტიპის კორონავირუსის ("COVID-19") გამო პარლამენტი მუშაობას აჩერებს. მოგვიანებით გაცნობებთ, როდის განახლდება სხდომები“, – განაცხადა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ალი ლარიჯანიმ.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის "COVID-19"-მა სახელმწიფოში 34 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 388, მათ შორის – ვიცე–პრეზიდენტი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, და პარლამენტის ორ წევრი.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 44 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 327- მდე შემცირდა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 788 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,824.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 83 000–ს გადააჭარბა.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2–მდე გაიზარდა.

იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები