Accentnews.ge
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა

18/03/2025 11:59:38 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ აქციების აქტიური მონაწილე, ექიმი გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ პროცესზე შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების საკითხი გადაისინჯა. დაცვის მხარე ახობაძისთვის პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლებას ითხოვდა, რასაც პროკურატურა არ ეთანხმებოდა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მომდევნო პროცესი 8 აპრილს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

აქციების აქტიური მონაწილე, პროფესიით ექიმი გიორგი ახობაძე 2024 წლის 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. მას 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება . გიორგი ახობაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და პოლიციას ნარკოტიკული საშუალებების ჩადებაში ადანაშაულებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S