მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გადაიდო

18-03-2025 16:07:01 სამართალი

"ნეგაზეთისა" და ბათუმელების" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო.

მოსამართლემ პროცესის გადადების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დაცვის მხარემ საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის შუამდგომლობა დააყენა.

როგორც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განაცხადა, მომდევნო სხდომას სწორედ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე მსჯელობით დაიწყებენ.

სასამართლო პროცესი 31 მარტს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

როგორც "ბათუმელები" იუწყება, ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს და დღეს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა მისი აცილება მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთა ელის. იგი პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა და შიმშილობა 2025 წლის 18 თებერვალს შეწყვიტა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები