იტალიაში კორონავირუსმა 21 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 821

28-02-2020 23:17:59 მსოფლიო

იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) ინფიცირებულთა რაოდენობამ 821–ს მიაღწია. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვირუსმა უკვე 21 ადამიანი იმსხვერპლა.

„821 ინფიცირებულიდან 412–ს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება. ისინი სახლებში არიან იზოლირებულები. 445 ადამიანი კლინიკებშია მოთავსებული, მათგან 64 - ინტენსიური თერაპიის პალატაში. რაც შეეხება გარდაცვლილებს, ყველა მათგანი 70 წელს გადაცილებული, ქრონიკული დაავადებების მქონე პირი იყო“, – განაცხადა ანჯელო ბორელიმ.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 44 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 327- მდე შემცირდა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 788 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,824.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 83 000–ს გადააჭარბა.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2–მდე გაიზარდა.

იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები