Accentnews.ge
ენმ-ის ინფორმაციით, ვარშალომიძე ყაზახეთში სავარაუდოდ, რუსეთის მოთხოვნით დააკავეს

ენმ-ის ინფორმაციით, ვარშალომიძე ყაზახეთში სავარაუდოდ, რუსეთის მოთხოვნით დააკავეს

18/03/2025 18:06:31 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ყაზახეთში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ვარშალომიძე დააკავეს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა უთხრა მედიას, წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის ხელისუფლებასთან ლევან ვარშალომიძის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკავშირდება.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, არსებობს ექსტრადიციის საფრთხე.

“ჩვენი ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძე დააკავეს ყაზახეთში, როდესაც ის აეროპორტის მეშვეობით საზღვარს კვეთდა. [...]

არსებობს ექსტრადიციის საფრთხე, ამიტომ, ახლა ჩვენი ყველა რესურსი ჩართულია იმისათვის, რომ სწორი კომუნიკაცია გვქონდეს, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე, ყაზახეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია და ყაზახეთის ხელისუფლებამ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც შედის საქართველოს და ყაზახეთის საუკეთესო ინტერესებში.

ყველასათვის ცხადია, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან სისხლის სამართლებრივი საქმე ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული, გასაგებია რატომაც არის ეს საქმე აღძრული, ამიტომ სწორი კომუნიკაცია საჭიროა იმისათვის, რომ დავიხსნათ ლევან ვარშალომიძე უკანონო დაკავებისგან”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S