Accentnews.ge
"ჰქონდა ხანგრძლივი კრუნჩხვა, ვეღარ გადაადგილდება" - ახლობლები ამბობენ, რომ ჩიკვაიძის მდგომარეობა მძიმეა

"ჰქონდა ხანგრძლივი კრუნჩხვა, ვეღარ გადაადგილდება" - ახლობლები ამბობენ, რომ ჩიკვაიძის მდგომარეობა მძიმეა

19/03/2025 14:41:31 პოლიტიკა

პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორი - ირაკლი პაპიაშვილი აცხადებს, რომ დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მე-8 დღეა შიმშილობს, დამძიმდა.

ოჯახი ითხოვს ჩიკვაიძე კლინიკაში გადაიყვანონ.

„სავარაუდოდ, ჩართულია უკვე ნევროლოგია, არ აქვს მგრძნობელობა ფეხებში. დღეს უკვე ეტლით გამოიყვანეს ადვოკატთან, სილურჯე ფრჩხილების არეში, ფეხების შეშუპება. ის მერვე დღეა, შიმშილობს და მე ადრეც ვთქვი, რომ ამ ადამიანს აქვს ქრონიკული დაავადებები, მაგრამ ეს არის ადამიანი, რომელიც თავის გადაწყვეტილებებში თვითონ მარტოა - ეს მისი გადაწყვეტილებაა“, – თქვა „ტვ პირველთან“ გიორგი ჩიკვაიძის დედამ ეკა წერეთელმა.

თავის მხრივ, ირაკლი პაპიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:

„5 დღის წინ ჰქონდა ხანგრძლივი კრუნჩხვა, რა დროსაც ვარაუდობენ პენიტენციურის ექიმები, რომ ტვინში მოხდა დაზიანება და ამის შემდგომ ვეღარ გადაადგილდება. ასევე, პენიტენციური დაწესებულების ექიმებს აქვთ ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა იყოს მენინგიტი ან ენცეფალიტი. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელსაც მიზანშეწონილად მიაჩნია მისი საავადმყოფოში გადაყვანა. მოვითხოვთ, გიორგი ჩიკვაიძის, დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაყვანას!“.

პენიტენციურ სამსახურს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, ომბუდსმენის აპარატში კი აცხადებენ, რომ მოინახულებენ პატიმარს.

11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იზა კელენჯერიძემ გიორგი ჩიკვაიძის აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეცვალა - ის სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს. ჩიკვაიძეს და პაპიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S