
ლანდსბერგისი: ჩვენ რუსთაველის დემონსტრანტები ვართ ევროპაში
19/03/2025 16:38:59 პოლიტიკა
სანქციებში პოლიტიკური სიმბოლიზმი არის, მოგვიანებით, სხვადასხვა მოცულობით, გერმანიაც კი შემოგვიერთდა, ეს ნიშნავს, რომ სიმბოლიზმი მუშაობს, - ამის შესახებ
ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა კომენტარი გააკეთა სანქციებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” წარმომადგენლების პოზიციონირებაზე, თითქოს ეს არაფერს ნიშნავს.
ლანდსბერგისის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების რეაქციით გაოცებულია.
"ძალიან გაოცებული ვარ რეაქციით. ეს აჩვენებს - დიქტატორები ძალიან მყიფეები არიან, თავიანთ ეგოებში, თავიანთ შუშის სახლებში",- თქვა ლანდსბერგისმა და დასძინა, რომ სხვა შემთხვევაში რეაქცია არ ექნებოდათ, "თუ არ განაღვლებს, რატომ საუბრობ ამაზე? რატომ მოდიხარ ჩემს Twitter-ზე და მეუბნები “არ მაინტერესებ”?.
"თუ არ განაღვლებს, არ განაღვლებს... თუ მოდიხარ, თუ კომენტარს აკეთებ, ანუ განაღვლებს, ანუ მყიფე ხარ და ღელავ, ანუ ჩემი სამუშაო უნდა გავაგრძელო”, - განაცხადა ლანდსბერგისმა.
რაც შეეხება სანქციებს, მან თქვა, რომ "ამაში პოლიტიკური სიმბოლიზმი არის":
"თუ 27 წევრ ქვეყანას შორის არ შეგვიძლია შეთანხმება, ყველაზე პატარა ქვეყანასაც შეუძლია მეტის გაკეთება, ვიდრე 60-მილიონიან, 40-მილიონიან ქვეყანას. ანუ, თუ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, იქნება ამაში მათთვისაც საკმარისი არგუმენტები არის, რომ მოგვბაძონ - და მოგვბაძეს: მოგვიანებით, სხვადასხვა მოცულობით, გერმანიაც კი შემოგვიერთდა. ანუ ეს ნიშნავს, რომ სიმბოლიზმი მუშაობს.
ჩვენ რუსთაველის დემონსტრანტები ვართ ევროპაში. შეიძლება არაფერი შევცვალოთ, მაგრამ დროშას ვიღებთ, ქუჩაში მივდივართ და სამართლიანობას მოვითხოვთ. და ვიღებთ რაღაც სამართლიანობას, შეიძლება მთლიანად არა, მაგრამ ნაწილს. ამას თუ არ გავაკეთებთ, მაშინ არაფერი არ იქნება".