Accentnews.ge
"სასამართლომ "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" განცხადებაზე ხარვეზი დაადგინა" - პროფკავშირების გაერთიანება

"სასამართლომ "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" განცხადებაზე ხარვეზი დაადგინა" - პროფკავშირების გაერთიანება

19/03/2025 16:52:39 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შპს ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის განცხადებაზე ხარვეზი დაადგინა.

საქმე იმაშია, რომ შპს ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ წარადგინა სასამართლოში განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის თაობაზე გაკოტრების რეჟიმით. პარალელურად, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ 2025 წლის 14 მარტს მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოთხოვნით, არ მიეღო წარმოებაში კომპანიის მიერ წარდგენილი განცხადება.

პროფკავშირების ცნობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" განცხადებაზე დაადგინა ხარვეზი და სხვა საკითხებთან ერთად მიუთითა, რომ კომპანია ვერ ასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნა აშკარად არ ეწინააღმდეგება კრედიტორთა ინტერესებს.

"პროფკავშირების გაერთიანებას მიაჩნია, რომ სწორედ კომპანიის გაკოტრების რეჟიმი ეწინააღმდეგება დასაქმებულების ინტერესებს და არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა უარი თქვას მისი ვალდებულებების შესრულებაზე", - წერია პროფკავშირების განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S