Accentnews.ge
საგარეო საკითხებში ყაველაშვილის მრჩევლის ხელფასი 6424 ლარია

საგარეო საკითხებში ყაველაშვილის მრჩევლის ხელფასი 6424 ლარია

20/03/2025 11:57:36 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საგარეო საკითხებში მრჩევლად ლუკა ეხვაია დანიშნა. ინფორმაცია გამოცემა BMG-მ გაავრცელა გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ირკვევა, რომ ეხვაიას ხელფასი 6 424 ლარია.

ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას ის საჯაროდ ზეიმობდა.

"ნამდვილო ქართველებო, გილოცავთ, დღეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით დეკოლონიზაციისა და დამოუკიდებლობის გზაზე, თანამედროვე სამყაროს უდიდესმა იმპერიამ და დაღმავალმა ჰეგემონიურმა ძალამ - აშშ-მა ჩვენთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება შეაჩერა, რითაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი გადაიშალა.

ყველა მხრიდან გვიტევენ, გარე თუ შიდა მტრები, მაგრამ ამ ომიდან გამარჯვებულები გამოვა ჩვენი დიადი, ღირსეული და დაუმორჩილებელი ერი!" - წერდა ეხვაია 1 დეკემბერს.

"ქართული ოცნების" მთავრიბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში 19 დეკემბერს ამბობდა, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში თანხვედრა არსებობს, მთავარია კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S