რუსეთმა "აგენტების" სიაში კიდევ ორი აფხაზი ჟურნალისტი შეიყვანა

21-03-2025 18:36:42 კონფლიქტები

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ე.წ. "უცხოეთის აგენტების" სიას კიდევ ორი აფხაზი ჟურნალისტი - იზიდა ჭანია და ნიზფა არშბა დაამატა.

მოსკოვის მტკიცებით, ნიზფა არშბა, რომელიც აფხაზური ონლაინ-გამოცემა "აიაშაირას" დამფუძნებელი და ხელმძღვანელია, "არაზუსტ ინფორმაციას ავრცელებდა რუსეთის ფედერაციის საჯარო ხელისუფლების პოლიტიკისა და გადაწყვეტილებების თაობაზე, ასევე საარჩევნო სისტემისა და პროცესების შესახებ", იზიდა ჭანია კი, რომელიც აფხაზური "ნუჟნაია გაზეტას" დამფუძნებელი და ხელმძღვანელია, "თანამშრომლობდა ქსელურ რესურსებთან, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში არასასურველად გამოცხადებულ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან არიან დაკავშირებული" და "ავრცელებდა უცხოეთის აგენტების კონტენტს".

მანამდე რუსეთმა "უცხოეთის აგენტების" სიაში შეიყვანა აფხაზი ჟურნალისტი, გამოცემა "ჩეგემსკაია პრავდას" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ინალ ხაშიგი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები