21-03-2025 20:32:35 რეგიონები
"ქართული ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონს სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების ასანაზღაურებლად სარეზერვო ფონდიდან 2 569 048 ლარი გამოეყო.
გამოყოფილი თანხა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტზე განაწილდება.
განკარგულების თანახმად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - 1 228 062 ლარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს - 794 968 ლარი, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს - 546 018 ლარი გამოეყოფა.
განკარგულებას ხელს "ქართული ოცნების" მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე აწერს.