CPJ - FARA-ს "ოცნებისეულ" ვერსიაზე: ეგზისტენციალური საფრთხეა საქართველოს დამოუკიდებელი პრესისათვის

21-03-2025 20:52:00 პოლიტიკა ,საზოგადოება

ამერიკული „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ (CPJ) ღრმა შეშფოთებას გამოხატავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ უცხოეთის აგენტების ახალი კანონის მეორე მოსმენით მიღების გამო.

საუბარია აშშ-ის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“, FARA-ს „სიტყვა-სიტყვით თარგმანზე”, რომელიც, „ქართული ოცნების“ თქმით, მათ საქართველოს მოარგეს.

„ქართული ოცნების“ მზარდი ავტორიტარული მმართველობის პირობებში, FARA-ს დებულებებმა და სისხლის სამართლებრივმა სანქციებმა შეიძლება მოსპოს საქართველოს დონორებზე დამოკიდებული დამოუკიდებელი პრესა და მედიის ადვოკატირების ჯგუფები“, - განაცხადა გულნოზა საიდმა, CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორმა.

ორგანიზაციის შეფასებით, ეს კანონპროექტი „დიდი ალბათობით, კანონად იქცევა აპრილში და შეუქმნის ეგზისტენციურ საფრთხეს საქართველოს დამოუკიდებელ პრესას“.

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა „FARA-ს ასლი“ პირველი მოსმენით 4 მარტს, მეორე მოსმენით კი 18 მარტს მიიღო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები