21-03-2025 22:54:15 საზოგადოება
პარლამენტის წინ ადმინისტრაციული მუხლით დაკავებული სამი სტუდენტიდან, ორი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
გათავისუფლებულები საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტის სტუდენტები, თათია აფრიამაშვილი და თაკო გვილია არიან. ხოლო მესამე პირი კვლავ დაკავებულია. მათ პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ორი სტუდენტი გოგო პარლამენტის წინ კიბეზე სკამების დადგმას ცდილობდა, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. რაც შეეხება მესამედ, კადრებშიც ჩანს, რომ ის ჯერ პოლიციასთან არკვევს სტუდენტების დაკავების საფუძველს, შემდეგ უბრალოდ ტაშს უკრავს, ამ დროს ის პოლიციელებს ძალის გამოყენებით მიჰყავთ მანქანისკენ.