საქართველომ სომხეთის ნაკრები ანგარიშით 6:1 დაამარცხა

23-03-2025 20:23:35 სხვა

23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ საქართველოსა და სომხეთის საფეხბურთო ნაკრებები მეორეჯერ დაუპირიპისპირდნენ ერთმანეთს. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს კვლავ სძლია, ამჯერად ანგარიშით 6:1.

წინა მატჩი სომხეთში 20 მარტს გაიმართა და საქართველომ სტუმრად დაამარცხა მეზობელი ქვეყნის ნაკრები, ანგარიშით 0:3.

ამრიგად, საქართველო რჩება უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში, სომხეთი კი C დივიზიონში გადაინაცვლებს.

საქართველოსა და სომხეთის ნაკრებები არსებობის ისტორიაში ერთმანეთს უკვე ცხრაჯერ შეხვდნენ. ხუთჯერ საქართველომ მოიგო, ორი მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო ორჯერ სომხეთის ნაკრებმა გაიმარჯვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები