Accentnews.ge
პაპუაშვილი: ყოველი შემთხვევის შესწავლა მოხდება ანტიკორუფციულის მიერ და ყოველ შემთხვევასთან და ორგანიზაციასთან დაკავშირებით იქნება გადაწყვეტილება მიღებული

პაპუაშვილი: ყოველი შემთხვევის შესწავლა მოხდება ანტიკორუფციულის მიერ და ყოველ შემთხვევასთან და ორგანიზაციასთან დაკავშირებით იქნება გადაწყვეტილება მიღებული

24/03/2025 15:29:48 პოლიტიკა

სადავო პარლამენტიოს თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს ორგანიზაციების ფონანსურ წყაროებს ანტიკორუფციული ბიურო შეისწავლის.

"ჩვენს მოქმედ გამჭვირვალობის კანონს ჰქონდა შემდეგი კრიტერიუმი - იღებ 20%-ზე მეტ უცხოურ დაფინანსებას დარეგისტრირდი და გახადე საჯარო შენი ფინანსები.

მეორე არის ამერიკული მიდგომაა, რომ "გაქვს ერთი ცენტი მაინც უცხოური დაფინანსება? - შევისწავლით ატარებ თუ არა უცხო დამკვეთის ინტერესებს" და თუ ატარებ მაშინ გექნება ვალდებულება რომ დარეგისტრირდე.

არის ორი მიდგომა - ერთი არის ავტომატური გამჭვირვალობა ყველა ორგანიზაციისთვის, რომელიც 20%-ზე მეტ საერთაშორისო დაფინანსებას იღებს, ეს არის მოქმედი კანონი და ამას "რუსული კანონი" უწოდეს და მეორეა, ამერიკული მიდგომა, რომ ერთი ცენტიც თუ გაქვს უცხოური დაფინანსება, მაშინ საჯარო უნდა გახადო.

ამიტომ, ყოველი შემთხვევის შესწავლა მოხდება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ და ყოველ შემთხვევასთან და ორგანიზაციასთან დაკავშირებით იქნება გადაწყვეტილება მიღებული",- თქვა პაპუაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S