Accentnews.ge
გერმანიის ელჩი – საარჩევნო სისტემაზე: "შეთანხმებასთან ახლოს ვართ"

გერმანიის ელჩი – საარჩევნო სისტემაზე: "შეთანხმებასთან ახლოს ვართ"

01/03/2020 19:15:27 პოლიტიკა

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში საარჩევნო სისტემის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკების მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი.

როგორც ელჩმა განაცხადა, პარტიები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

“უკვე სამი თვეა, ვმუშაობთ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგეს. ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ შეთანხმებასთან. ამ შეთანხმების მიღწევას კიდევ ერთი პატარა ნაწილი აკლია. შექმნილი ვითარება დაახლოებით ჰგავს ისეთ სიტუაციას, როდესაც ჯგუფი ძალიან მაღალ მთაზე ადის და ძალიან სამწუხარო იქნება, რომ როდესაც რამდენიმე მეტრიღაა დარჩენილი, ჯგუფმა მთაზე ასვლა ვერ მოახერხოს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს და ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ამ რამდენიმე დღეში მივაღწევთ შედეგს და ყველა მონაწილე მხარე ზუსტად ისე გავიხარებთ, როგორც დღევანდელი ოლიმპიადის გამარჯვებულები",– განაცხადა ელჩმა.

28 თებერვალს თბილისში, გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. გერმანიის ელჩის მიწვევით ვახშამზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, ასევე, ოპოზიციის ის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების რაუნდებში მონაწილეობდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S