ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას უკრაინის, მოლდოვის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველო არ უხსენებია

25-03-2025 19:09:17 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას უკრაინის, მოლდოვის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველო არ უხსენებია.

კერძოდ, მან ევროპის პოლიტიკის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას გაფართოებაზე საუბრისას შემდეგი განაცხადა:

"მტკიცედ ვმუშაობთ გაფართოებაზე ჩვენს დასავლეთ ბალკანელ მეზობლებთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან. გაფართოება არის საუკეთესო გეოპოლიტიკური ინვესტიცია, რომლის განხორციელებაც ევროკავშირს შეუძლია. ამიტომ ოთხ თვეში ორჯერ ვიყავი უკრაინაში. ამიტომ მარტის დასაწყისში მოლდოვას ვესტუმრე და წელს ორმხრივ სამიტს მოვიწვევთ. სწორედ ამიტომ, პირველი სამიტი, რომელსაც მე ვთავმჯდომარეობდი, იყო დასავლეთ ბალკანეთთან – რეგიონში, რომელსაც მაისში ვეწვევი".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები