სანქცირებული რუსული ბანკი კლიენტებს ფულის საქართველოში გზავნას სთავაზობს

25-03-2025 20:57:44 პოლიტიკა ,ეკონომიკა ,სამართალი

რუსული "Т-банк"-ი (წარსულში - "Тинькофф"-ი), რომელსაც 2023 წლის ოქტომბერში დასავლური სანქციები დაუწესდა, კლიენტებს საქართველოში ფულადი თანხების გზავნას სთავაზობს.

შესაბამისი შეთავაზება რუსული ბანკის ბარათების მქონე კლიენტების ნაწილმა ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო. ტექსტში აღნიშნულია, რომ შესაძლებელია, ბარათის ნომრით განხორციელდეს ტრანზაქცია ნებისმიერ ქართულ ბანკში, მანგრამ მხოლოდ VISA-ბარათებზე. ტრანზაქციის ვალუტა ნებისმიერი შეიძლება, იყოს - დაწყებული 50 რუბლიდან (1,65 ლარიდან), თანხის მაქსიმალური ოდენობა კი 50 000 რუბლია (1 647 ლარზე მეტი). ერთადერთი, რაც გადარიცხვის განსახორციელებლადაა საჭირო, არის მიმღების ბარათის ნომერი და გვარ-სახელი.

ცნობისთვის: 2023 წლის ოქტომბერში ბანკი "Т" ევროკავშირის რიგით მე-10 სასანქციო პაკეტით აღმოჩნდა მოცული. ერთ თვეში მან ქართულ ბანკებში სავალუტო გადარიცხვები შეაჩერა.

2024 წლის თებერვალში გაჩნდა საქართველოში ფულის კიდევ ერთი სანქცირებული რუსული ბანკით - "Сбер"-ით გადარიცხვის შესაძლებლობა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები