ჯინ შაჰინი: მე ვდგავარ ქართველი ხალხის გვერდით და მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, შემომიერთდნენ MEGOBARI აქტის მხარდასაჭერად

25-03-2025 21:27:22 პოლიტიკა

ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი დემოკრატიული პარტიიდან ჯინ შაჰინი კოლეგებს მოუწოდებს, შეუერთდნენ და მხარი დაუჭირონ „მეგობარი აქტს“. ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სანქციების დაწესებასა და არაერთ ნაბიჯს მოიცავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ.

"აქციის მონაწილეები აგრძელებენ მშვიდობიან მარშებს დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. მე ვდგავარ ქართველი ხალხის გვერდით და მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, შემომიერთდნენ MEGOBARI აქტის მხარდასაჭერად."- წერს X-ზე სენატორი ჯინ შაჰინი.

სენატს „MEGOBARI აქტის“ განხილვა ორ დღეში, 27 მარტს აქვს დაგეგმილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები