სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს შეხვდა

25-03-2025 20:31:44 პოლიტიკა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 25 მარტს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა.

ზურაბიშვილის პრესცენტრის ცნობით, შეხვედრისას „ხაზი გაესვა „ქართული ოცნების“ მზარდ, რეპრესიულ პოლიტიკას სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი და კრიტიკული მედიისა და პოლიტიკური სუბიექტების მიმართ“.

მათივე ცნობით, „შეხვედრისას საუბარი შეეხო რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს".

სალომე ზურაბიშვილმა "ხაზი გაუსვა ქვეყანაში ახალი არჩევნების მნიშვნელობას, რომელიც მოსახლეობის მოთხოვნასა და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ მშვიდობიან გზას წარმოადგენს“. ამასთან, ზურაბიშვილმა ლიეტუველ კოლეგასთან საქართველოსთან მიმართებით „ევროკავშირის ერთიან პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა“.

მანამდე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა ლიეტუვის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, სეიმში და ლიეტუვასა და ევროკავშირს მოუწოდა აქტიურობისაკენ, რათა შეინარჩუნონ კავშირები კავკასიის რეგიონთან და არ დაკარგონ სანდო მოკავშირე საქართველოს სახით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები