Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა

26/03/2025 09:06:59 პოლიტიკა

ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა საქართველოს მე–5 პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს რიგაში უმასპინძლა

"ძალიან სასიამოვნო იყო შევხვედროდი საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რიგის სასახლეში. მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ლატვიის ძლიერი მხარდაჭერა ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ", - დაწერა ლატვიის პრეზიდენტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში.

ედგარ რინკევიჩთან შეხვედრას გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტიც.

"შევხვდი პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს. მან კიდევ ერთხელ გამოხატა ლატვიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი. გმადლობთ, რომ ამ გზაზე საქართველოს გვერდით დგახართ!", - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.

მანამდე, 25 მარტს სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტს შეხვდა და ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S