Accentnews.ge
ხაზარაძე: პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, დაკავება უნდათ

ხაზარაძე: პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, დაკავება უნდათ

26/03/2025 12:28:09 პოლიტიკა

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ პროკურატურაში დაიბარეს მოწმის სტატუსით.

ის დაკავების მოლოდინშია.

"პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო. ძალიან საინტერესოა, რისი მოწმე ვარ?! საცირკო წარმოდგენაში, რომ არ მივიღე მონაწილეობა?რა თქმა უნდა, დაკავება უნდათ.მზად ვარ მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მოვიდე. კიდევ ერთხელ ვამბობ - გამიზნულად და სრული გააზრებით არ მივედი არაღიარებულ პარლამენტში, გაურკვეველ კომისიაზე, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ბიძინას მურუსიძე მართავს, მზად ვარ ამ სასამართლოშიც კი გავარჩიოთ ნებისმიერი ამბავი, რომელიც გაინტერესებთ",- ამბობს მამუკა ხაზარაძე.

მანამდე სადავო პარლამენტში წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიამ დაიბარა, მათ შორის, "ძლიერი საქართველოს" ლიდერები. მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გამოცხადებაზე უარი თქვეს. საქმე პროკურატურას გადაეგზავნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S