
HRW - FARA-ს "ოცნებისეულ" ვერსიაზე: ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს
26/03/2025 12:51:17 პოლიტიკა
Human Rights Watch-ის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს "FARA-ს" "ქართული ოცნებისეული" ვერსია.
ორგანიზაციის შეფასებით, კანონპროექტი არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და ნორმებს და მისი მიღება დააზიანებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს.
"ეს კანონი, თუ მას მიიღებენ და ძალაში შევა, დამოუკიდებელ აქტივისტებსა და ჯგუფებს ყალბ არჩევანს აძლევს, რომ მიიღონ უცხო ძალის აგენტის დაუსაბუთებელი და მასტიგმატიზებელი იარლიყი, დაპატიმრებისა ან გადასახლების საფრთხის ქვეშ დადგნენ, ან მთლიანად მიატოვონ თავიანთი საქმიანობა. ამან შეიძლება საქართველოს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების დასასრული გამოიწვიოს", - ამბობს Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი, ჰიუ უილიამსონი.
18 მარტს სადავო პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "FARA-ს "ოცნებისეულ ვერსიას II მოსმენით მხარი დაუჭირეს.