ჟურნალისტ ნატა ქაჯაიას პარლამენტში მუშაობა 6 თვით აუკრძალეს

26-03-2025 19:54:38 პოლიტიკა

„tv პირველის“ ჟურნალისტ ნატა ქაჯაიას პარლამენტში მუშაობა 6 თვით აუკრძალეს. პარლამენტის აპარატის უფროსის, კახა ოქროჯანაშვილის წერილიდან ირკვევა, რომ ჟურნალისტმა დაარღვია შალვა პაპუაშვილის დადგენილი წესი - ინტერვიუს ჩაწერაზე უარის მიღების მიუხედავად განაგრძო ვიდეოგადაღება.გადაწყვეტილება 24 მარტს არის მიღებული.

მასალა, რომლისთვისაც ნატა ქაჯაია პარლამენტში ინტერვიუებს წერდა, „ნოდარ მელაძის შაბათში“ 22 მარტს გავიდა.

სიუჟეტი შეეხებოდა პროევროპულ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების საქმის მასალებს, რომლიდანაც ირკვეოდა, რომ პარლამენტი სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი დემონსტრაციების მიმდინარეობისას ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე საუბრობდა. სწორედ ამ საკითხზე კითხვის დასმის გამო ჟურნალისტს შეზღუდვები დაუწესეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები