26-03-2025 20:10:18
"ქართული ოცნების" მთავრობა საგარეო უწყებას ნებას რთავს, 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით დაეხმაროს ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისა და მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოების წარმომადგენლებს, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობაში მიიღონ მონაწილეობა. 21 მარტით დათარიღებულ განკარგულებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
"ნება დაერთოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მხრიდან ნებაყოფლობითი შენატანის განხორციელების მიზნით, "საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი მიმართოს ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისა (LDCs) და მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოების (SIDS) წარმომადენელთა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ ნებაყოფლობით ფონდში". - წერია განკარგულებაში.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო (UNHRC) არის გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომლის მისიაა ხელი შეუწყოს და დაიცვას ადამიანის უფლებები მთელ მსოფლიოში.