ევროკავშირი უარს ამბობს კრემლის პირობის მიღებაზე რუსული ბანკებისთვის სანქციების მოხსნის შესახებ

27-03-2025 00:10:09 მსოფლიო

ევროკავშირმა უარყო კრემლის მოთხოვნა რუსეთის საბანკო სექტორზე დაწესებული სანქციების შემსუბუქების შესახებ, როგორც შავი ზღვის უსაფრთხოების შეთანხმების ნაწილის, რომელიც განიხილებოდა საუდის არაბეთში რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებზე.

ევროკავშირი არ გეგმავს როსელხოზბანკზე სანქციების მოხსნას, როგორც რუსეთი უკრაინასთან ნაწილობრივი ზავის კონტექსტში ითხოვდა, განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა ანიტა ჰიპერმა.

სანქციების შემსუბუქება მოითხოვს "უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელი და უსამართლო აგრესიის დასრულებას და მთელი უკრაინიდან რუსული ჯარის უპირობო გაყვანას", - თქვა ჰიპერმა.

„ევროკავშირის მთავარ მიზნად რჩება რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლის მოხდენა ყველა შესაძლო ინსტრუმენტით, მათ შორის სანქციების გამოყენებით, რათა შეამციროს რუსეთის უნარი უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში“, - დასძინა მან (ციტირებს Financial Times).

თეთრი სახლი: რუსეთი და უკრაინა აშშ-სთან შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფაზე და ძალის არგამოყენებაზე შეთანხმდნენ

კრემლი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად სანქციების მოხსნას ასახელებს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები