Accentnews.ge
აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტმა MEGOBARI აქტი მიიღო

აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტმა MEGOBARI აქტი მიიღო

27/03/2025 19:26:59 პოლიტიკა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტმა MEGOBARI აქტი მიიღო. ძალაში შესასვლელად აქტს კენჭი ჯერ სენატმა, შემდეგ კონგრესმა უნდა უყაროს.

MEGOBARI ACT-ის თანაავტორი სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ აქტის დამტკიცება მკაფიო მესიჯია ქართველი ხალხისთვის.

"ჩვენ მივიღეთ MEGOBARI აქტი, ეს არის ძლიერი გზავნილი ქართველ ხალხს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას, განაგრძონ პოზიტიური მიმართულებით დემოკრატიის განვითარება.

მხარს ვუჭერთ ხელისუფლებიდან იმ პირების ჩამოშორებას, რომლებიც არ სცემენ პატივს ქართულ ტრადიციებსა და საქართველოს კონსტიტუციას. ვიმედოვნებთ, რომ ხალხი ამას დადებით ნიშნად აღიქვამს და განვაგრძობთ ამ დემოკრატიული ძალისხმევის მხარდაჭერას“, — განაცხადა სენატორმა შაჰინმა.

სენატორი კრის კუნსი ამბობს, რომ დოკუმენტს მხარი დაუჭირა და აფასებს სენატორების, ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის ნაბიჯებს საქართველოში დემოკრატიის დაცვისთვის.

„მე ვაფასებ სენატორ შაჰინისა და სენატორ რიშის ორპარტიულ ძალისხმევას, რომ დაიცვან დემოკრატია საქართველოში, რომელიც გრძელდება წნეხის მექანიზმებით. მეც დავუჭირე ამ დოკუმენტს მხარი. ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ღია შესაძლებლობას თავადვე განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის მომავალი. სენატორები ყველა პარტიიდან, ყველა ამ ქვეყანაში ყურადღებით აკვირადება მოვლენების განვითარებას საქართველოში.

რაც შეეხება მთავრობას, მათ უნდა იცოდნენ, რომ რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც აკვირდებიან მათ ყველა ნაბიჯს, რომელიც მიმართულია მედიაზე ზეწოლისთვის, რეპრესიებისთვის. ავტორიტარიზმისკენ სვლას ექნება ამერიკის მკაფიო რეაქცია“, — თქვა სენატორმა კუნსმა [TV პირველის თარგმანი].

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S