ტუმანიანი: ვმართავთ მოლაპარაკებებს თურქმენული გაზის სომხეთის გავლით საქართველოში მიწოდებაზე

27-03-2025 23:46:01 კავკასია ,პოლიტიკა

სომხეთმა თურქმენეთთან ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო,- განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა არტაშეს ტუმანიანმა.

მისი თქმით, სახელმწიფო კომპანია თურქმენგაზთან ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება, ხოლო ბუნებრივი აირის სომხეთში მიწოდება ირანის გავლით, SWAP სქემის მეშვეობით მოხდება. ირანმა გაზის ტრანზიტზე თანხმობა უკვე განაცხადა.

საუბარია 600 მილიონიდან 1 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებაზე, თუმცა ფასის საკითხი ჯერ კიდევ განხილვის საგანია.

"ასევე ვმართავთ მოლაპარაკებებს თურქმენული გაზის სომხეთის გავლით საქართველოში მიწოდებაზე და თბილისმა უკვე დაადასტურა თანხმობა" - დასძინა ტუმანიანმა.

მისი თქმით, ეს შესაძლებლობას მისცემს გაზის მიწოდებას შავიზღვისპირა რეგიონის ქვეყნებისთვის.

ამჟამად სომხეთის შიდა მოხმარებისთვის გაზის ერთადერთი მიმწოდებელია რუსეთია. გაზი რესპუბლიკაში შედის საქართველოს გავლით და 2030 წლამდე მისი ფიქსირებული ფასი — 1000 კუბურ მეტრზე 165 აშშ დოლარია. სომხეთი ასევე თანამშრომლობს ირანთან "გაზი ელექტროენერგიის სანაცვლოდ" პროგრამის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც, ყოველწლიურად სომხეთი 2.6 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზის იმპორტს ახორციელებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები