Accentnews.ge
სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, საგამოძიებო კომისია ირაკლი ოქრუაშვილის საქმეს პროკურატურას გადასცემს

სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, საგამოძიებო კომისია ირაკლი ოქრუაშვილის საქმეს პროკურატურას გადასცემს

27/03/2025 19:54:37 პოლიტიკა

ენმ-ს ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის საქმეს პროკურატურას გადასცემს.

საკითხს კომისიამ წულუკიანის თავმჯდომარეობით კენჭი დღევანდელ სხდომაზე უყარა.

"სახეზეა კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა, შესაბამისად, შემოგთავაზებთ, რომ კენჭისყრაზე დავაყენოთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ეს შემთხვევაც გადაეგზავნოს საქართველოს პროკურატურას. თუ ყველა მომხრე იქნება, დღესვე გაიგზავნება საღამოს" - განაცხადა წულუკიანმა.

ოქრუაშვილის საქმის პროკურატურაში გადაგზავნას, მხარი კომისიის ყველა წევრმა დაუჭირა.

ირაკლი ოქრუაშვილი სხდომაზე 26 მარტს იყო დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სსკ-ს 349-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S