Accentnews.ge
ზელენსკის თქმით, უკრაინაში უცხოური სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის პერსპექტივის ირგვლივ ბევრი კითხვა და ცოტა პასუხია

ზელენსკის თქმით, უკრაინაში უცხოური სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის პერსპექტივის ირგვლივ ბევრი კითხვა და ცოტა პასუხია

27/03/2025 20:18:08 პოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში უცხოური სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის პერსპექტივის ირგვლივ ბევრი კითხვა და ცოტა პასუხი არსებობს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ამჟამად საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან და სხვა ლიდერებთან ერთად დიდი ყურადღება ეთმობა "მომავალი უსაფრთხოების გარანტიების ინფრასტრუქტურას უკრაინისთვის".

მან ხაზი გაუსვა, რომ ამ ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი თავად უკრაინის არმიაა - საუბარია შეიარაღებული ძალების დაფინანსებასა და გაძლიერებაზე.

"სწორედ ამ საკითხს უსვამს ხაზს ყველა ქვეყანა, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს უფლება, გვკარნახობდეს უკრაინის არმიის სიდიდეს, არც ახლა და არც მომავალში. უკრაინის თავდაცვის წესების განსაზღვრა მათ არ შეუძლიათ. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით მათ არ ჰქონდეთ მხარდაჭერა. ევროპის უმეტეს ქვეყნებში ვხედავთ, რომ ისინი ამ მხარდაჭერას ვერ იღებენ. ყოველ შემთხვევაში, ის მთლიანი კოალიცია, რომელიც დღეს შეიკრიბა, ერთსულოვნად უჭერს მხარს იმას, რომ უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს ძლიერი არმია - ისეთი, როგორიც დღეს რუსეთის შემოსევას უპირისპირდება" - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, მსგავსი დამოკიდებულება არსებობდეს შეერთებულ შტატებშიც.

გარდა ამისა, უკრაინაში საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ერთობლივი სამხედრო დელეგაციის გაგზავნის საკითხზე საუბრისას, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შესაძლოა, კიდევ რამდენიმე ქვეყანა შეუერთდეს ამ პროცესს:

"ეს კონტინგენტსაც ეხება. არსებობს მრავალი წინადადება ლიდერებისგან და მათი რაოდენობა იზრდება. იზრდება იმ ქვეყნების რიცხვიც, რომლებიც მზად არიან გარკვეული ფორმით მხარი დაუჭირონ უკრაინას: ზოგი - ჰაერში, ზოგი —-ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით, ზოგი - სამხედროების გაგზავნით, ზოგი - ზღვაზე. არიან ისეთებიც, ვინც მზად არიან მისცენ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები, მაგრამ კონტინგენტი არ გაგზავნონ — ასეთიც სულ უფრო მეტია. და ეს კარგი სიახლეა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S