
"ინტერპოლის" წითელი ცირკულარით ძებნილი პირი საქართველოში დააკავეს
28/03/2025 07:22:26 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, "უწყების თანამშრომლებმა არაერთი მძიმე დანაშაულისთვის, "ინტერპოლის" წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს".
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არაერთი მძიმე დანაშაულისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული თ.ე. დააკავეს.
დაკავებული თ.ე., თურქეთის რესპუბლიკის მიერ, მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის, იარაღის უკანონოდ ვაჭრობის, ძარცვისა და დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის წევრობის ბრალდებით იძებნებოდა.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.
სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოხდა დამნაშავე პირის ადგილსამყოფლის დადგენა და მისი დაკავება," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021