რა ხდება "ღია ბანკინგზე"

28-03-2025 15:37:15 პოლიტიკა ,საზოგადოება

პარტია "ფედერალისტების" წევრის თენგო კირთაძის ხედვით, "ღია ბანკინგი" (Open Banking - ევროპის კავშირის დირექტივით PSD2 შემუშავებული ფინანსური სერვისის ახალი მოდელი) პრობლემური არაა.

კერძოდ, კირთაძის განმარტებით, "მისი ძირითადი დანიშნულება ფინანსურ სექტორში ინოვაციის და კონკურენციის წახალისებაა".

"ის არც SWIFT-ის ალტერნატივაა, უბრალოდ ტექნიკურად ვერ იქნება, რადგან პირველი შიდა ფინანსურ სისტემებს ეხება, მეორე (SWIFT) კი საერთაშორისო ბანკთაშორის გადარიცხვებს ახორციელებს.

შესაბამისად, პანიკა რომ "რეჟიმი SWIFT იდან გათიშვისთვის ემზადება და მალე Temu-დან ვერაფერს გამოვიწერთ" უსაფუძვლოა.

რა ხდება სინამდვილეში?

ივანიშვილის დეპუტატი ვინმე ვ. თურნავა რომელმაც გუშინ ღია ბანკინგის თემა წამოწია და რომელიც შემთხვევით

ა) პირველი არასაბანკო კომპანია, რომელზეც ეროვნულმა ბანკმა ღია ბანკინგის ლიცენზია გასცა Keepz-ია (შპს "ქიფზ.მი") დამფუძნებლებია

ბ) ამ ლიცენზიის გამცემი ინსტიტუტის პრეზიდენტის = ივანიშვილის ეროვნული ბანკირი = ქართული დიფსტეიტის დედოფალი ნ. თურნავას ახლო ნათესავია

გ) keepz international ში პაპუნა ლეჯავას პარტნიორია, რომელიც თავის მხრივ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ბრძანდებოდა და ნ. თურნავას მიერ ფარცხალაძისთვის სანქციების არიდების მიზნით საგამონაკლისო წესის შემოღების შემდეგ რეპუტაციული ზიანის აცილების სურვილით თანამდებობიდან გადადგა, თუმცა როგორც იკვეთება "la familia"-სგან შორს მაინც არ წასულა.

ხოდა "კარგი საქმის სამსახურში" მილიონიანი ბაზრის ათვისება მიმდინარეობს, ქოცურ-ჯიგრულად.

რა ნეპოტიზმი, რა ქომფლაიენსი, რა ინტერესთა კონფლიქტი ან პოტენციური კონფლიქტი. ყველაფერი სრულდება ქოცური სტანდარტით, არ ინერვიულოთ" - წერს კირთაძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები