Accentnews.ge
საკონსტიტუციოს მოსამართლემ თანამდებობა დატოვა

საკონსტიტუციოს მოსამართლემ თანამდებობა დატოვა

28/03/2025 19:04:53 პოლიტიკა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა თანამდებობა დატოვა.

მოსამართლე კიკილაშვილს, რომელიც 2020 წელს დაინიშნა საკონსტიტუციო სასამართლოში, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე კიდევ ხუთი წელი ჰქონდა დარჩენილი.

ინფორმაცია მისი გადაწყვეტილების შესახებ თავდაპირველად გაავრცელა ტელეკომპანია „პირველმა“. არხს ინფორმაცია კიკილაშვილმა დაუდასტურა.

კიკილაშვილი აცხადებს, რომ „საკუთარი სურვილით“ დატოვა პოსტი, მიზეზთან დაკავშირებით კი ამბობს: „კანონი არ მავალდებულებს მიზეზის ახსნას“.

მისი თქმითვე, ერთი კვირაა, რაც წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S