გვსურს, წინ წავწიოთ „მეგობარი აქტი“ - სენატორები შაჰინი და რიში

28-03-2025 23:16:05 პოლიტიკა

MEGOBARI აქტის თანაავტორები - აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში და სენატორი ჯინ შაჰინი განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტებს, მათ შორის, MEGOBARI აქტს განიხილავენ და ამბობენ, რომ სენატში მათ წინ წასაწევად ერთად იმუშავებენ.

"[...] MEGOBARI აქტი ხელს შეუწყობს სტაბილურობას საქართველოსა და უფრო ფართოდ, აღმოსავლეთ ევროპაში, ხოლო ჩვენ მიერ მიღებული ორი რეზოლუცია ტაივანისადმი აშშ-ს ერთგულებას ხელახლა დაადასტურებს და ჩინეთის მიერ ჰონგ კონგის ავტონომიის განადგურებას დაუპირისპირდება.

როგორც სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და მაღალი რანგის წევრი, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ერთად ვიმუშაოთ, რათა ჩვენი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში წინ წავწიოთ ეს კანონპროექტები და სხვა ეფექტიანი კანონპროექტები". - ნათქვამია სენატორების ერთობლივ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა MEGOBARI აქტი, რომელსაც ძალაში შესასვლელად ამერიკის საკანონმდებლო ორგანომ კენჭი უნდა უყაროს. აქტი ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები