Accentnews.ge
ბებუა: ადამიანურად მადლობელი ვარ ყველასი, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს გათავისუფლებაში

ბებუა: ადამიანურად მადლობელი ვარ ყველასი, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს გათავისუფლებაში

30/03/2025 19:13:29 კონფლიქტები, საზოგადოება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მიერ 2020 წლის 30 სექტემბერს დაკავებულმა საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუამ საპატიმრო დღეს, 2025 წლის 30 მარტს დატოვა და უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ირაკლი ბებუას ფოტოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მას საოკუპაციო ხაზი საბერიო-ფახულანის გადასასვლელის გავლით გადაკვეთა.

"გულით გეუბნებით, მოყთმენლად ველი სახლში მისვლას. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემს გათავისუფლებაში. თქვენ გულწრფელად ცდილობდით და ადამიანურად მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენგანს - მადლობელი ვარ ყველასი, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს გათავისუფლებაში",- თქვა ბებუამ.

ირაკლი ბებუას, რომელიც დე ფაქტო სასამართლომ „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის“, „სხვისი ქონების განზრახ დაზიანებისა“ და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის“ მუხლებით გაასამართლა, 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. თუმცა მისი უკანონო პატიმრობის რეალური ხანგრძლივობა 4 წელსა და 6 თვეს გაუტოლდა.

როგორც "ეხო კავკაზა" წერდა, ოკუპირებულ აფხაზეთში საპატიმრო კოლონიები არ არის, არის მხოლოდ დაკავების იზოლატორი. რის გამოც პატიმრობის ვადა, "კანონით", საერთო რეჟიმის პირობებში უტოლდება "ერთი ორს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S