Accentnews.ge
პრეს–სამსახური: ყაველაშვილი 9 მაისს რუსეთში დაგეგმილ აღლუმს არ დაესწრება

პრეს–სამსახური: ყაველაშვილი 9 მაისს რუსეთში დაგეგმილ აღლუმს არ დაესწრება

31/03/2025 12:10:21 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის პრეს–სამსახურში აცხადებენ, რომ ყაველაშვილი 9 მაისს რუსეთში დაგეგმილ აღლუმს არ დაესწრება, – იუწყება "რადიო თავისუფლება".

„არ შეესაბამება სიმართლეს“, - ამბობენ პრეს–სამსახურში და დასძენენ, რომ მოწვევაც არ მისვლიათ.

ცნობისთვის: 9 მაისს რუსეთი „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვებას აღნიშნავს. კითხვა იმაზე, არის თუ არა წელს დაგეგმილ ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს შორის მიხეილ ყაველაშვილი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს მარია ზახაროვას გამოცემა SOVA-მ დაუსვა. გამოცემის ცნობით, მიწვეულ სტუმრებს შორის მიხეილ ყაველაშვილის ყოფნა ზახაროვამ არც უარყო და არც დაადასტურა.

ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ:

„არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული არალეგიტიმური პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ 9 მაისს მოსკოვში ჩასვლის განზრახვას რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი და კრემლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი, მარია ზახაროვა გამოეხმაურა, რომელმაც ოფიციალურ განცხადებაში დასმულ კითხვაზე, არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია. აღნიშნა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია ისაუბრებს. ფაქტი ამყარებს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული მოწვევა მიხეილ ყაველაშვილს კრემლისგან ნამდვილად აქვს მიღებული. მაშინ, როდესაც ივანიშვილი სწორედ პუტინის მეთოდებით არბევს მშვიდობიან მომიტინგეებს, მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი სწორედ პუტინის მეთოდებით ებრძვის დემოკრატიულ, პროდასავლურ ოპოზიციას და აკრძალვით ემუქრება, მაშინ, როდესაც სწორედ პუტინის მეთოდებით აწამებს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ მომიტინგეებს და პოლიტიკურ ოპონენტებს, მაშინ, როდესაც პუტინის დაკვეთით და პუტინის საამებლად მეოთხე წელია პატიმრობაში იმყოფება პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. რაც მთავარია და ყველაზე მტკივნეული საქართველოს თითოეული პატრიოტისთვის, სწორედ პუტინის დაკვეთით ივანიშვილის რეჟიმი, ჯალათი წულუკიანის ხელით ცდილობს გადაწეროს საქართველოს უახლესი ისტორია რუსული ვერსიით და პუტინის სახელით გაასამართლოს ქართული სახელმწიფო, ქართული ჯარი და სარდლობა. ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციასთან ერთად, ახლა უკვე რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური განცხადებით ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს მოწვევა არალეგიტიმურ, დე-ფაქტო პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს უკვე მიღებული აქვს. ღალატის ქრონიკის კულმინაციად, რომელსაც გასული კვირების მანძილზე ვუყურებდით „ღალატის კომისიაში“ სწორედ წითელ მოედანზე, ყაველაშვილის პუტინთან ერთად სამხედრო აღლუმის ჩაბარება იგეგმება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S