ზურაბიშვილი: საჭიროა, შეიქმნას წინააღმდეგობის პლატფორმა პროევროპული სპექტრის მონაწილეობით

31-03-2025 22:15:46 პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, შეიქმნას წინააღმდეგობის პლატფორმა პროევროპული სპექტრის მონაწილეობით. ამის შესახებ მან პროტესტის 124-ე დღეს რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოების მიზნების მისაღწევად ქუჩის პროტესტთან ერთად საჭიროა, რომ „ბრძოლას მიეცეს პოლიტიკური ფორმატი“ და „შეიქმნას წინააღმდეგობის პლატფორმა პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით“.

„დღეს თქვენ წინაშე საჯაროდ ვაცხადებ, რომ შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა“, - მიმართა ზურაბიშვილმა შეკრებილებს.

როგორც მან აღნიშნა, პლატფორმის მთავარი პრინციპი არის ის, რომ იგი ღია იქნება ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, „ვინც მზად არის გვერდზე გადადოს პოლიტიკური შეუთავსებლობები“.

მისი თქმით, ამ ძალებმა უნდა გაიზიარონ პროტესტის ორივე მთავარი მზიანი:

„დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები“

„გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები