
უილსონი: ქართველები იწყებენ არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების 125-ე დღეს, თავისუფლებისადმი მათი ერთგულება არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი
01/04/2025 05:43:25 პოლიტიკა
ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეს ეხმიანება.
„1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა დაბეჯითებით აირჩია დამოუკიდებლობის აღდგენა სსრკ-ს ოკუპაციის ქვეშ ყოფნის შემდეგ“, - წერს უილსონი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ქართველი ხალხი არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს 125 დღეა მართავენ.
„მაშინ, როცა ქართველები იწყებენ არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების 125-ე დღეს, მათი ერთგულება თავისუფლებისადმი არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი“, - წერს უილსონი.