Accentnews.ge
ენმ-ს საქმიანობის შემსწავლელი კომისიის მანდატი 2012 წლის შემდგომ პერიოდზე გაფართოვდა

ენმ-ს საქმიანობის შემსწავლელი კომისიის მანდატი 2012 წლის შემდგომ პერიოდზე გაფართოვდა

01/04/2025 11:30:39 პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატი გაფართოვდა.

გადაწყვეტილებას კენჭი პლენარულ სხდომაზე უყარეს.

მანდატის ზრდასთან ერთად, კომისიას სახელიც ეცვლება.

სადავო პარლამენტის დეპუტატებმა კენჭი უყარეს დადგენილების პროექტს, რომლის გათვალისწინებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხად განისაზღვრება "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობა".

მანამდე "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობისას გამოიკვეთა 2012 წლის შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებული ქმედებების გამოძიების საჭიროებაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S