
Forbes-ის მილიარდერების ინდექსში ივანიშვილის ქონება $2,7 მილიარდამდე შემცირდა
01/04/2025 20:07:07 პოლიტიკა
„ფორბსის“ მილიარდერების ინდექსში, 2025 წლის 1 აპრილს განახლებული ცნობების თანახმად, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ქონება წინა წლის $4,9 მილიარდიდან $2,7 მილიარდამდეა შემცირებული.
2024 წელს „ფორბსს“ ივანიშვილის ქონების ღირებულებად $4,9 მილიარდი ჰქონდა მითითებული, წელს, 2025 წლის 1 აპრილს ასახული ცვლილებების შემდეგ კი - $2,7 მილიარდს უთითებს.
მეორე გავლენიანი გამოცემის - „ბლუმბერგის“ თანახმად, ივანიშვილის ქონება $7,35 მილიარდად არის შეფასებული. თებერვალში, „ბლუმბერგის“ გამოთვლებით, ივანიშვილის ქონებამ მისთვის რეკორდულ $7,8 მილიარდს მიაღწია.