
ირაკლი კობახიძე: იუსტიციის მინისტრი პაატა სალია იქნება
02/04/2025 07:28:03 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, "იუსტიციის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს პაატა სალია".
მისი თქმით, "იგი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი, იურისტი საქართველოში".
„საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი პაატა სალია. განსაკუთრებული წარდგენა არც მას ჭირდება. ის გახლავთ საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი, იურისტი საქართველოში. მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში“, - განაცხადა კობახიძემ.