Accentnews.ge
პუტინის მიერ აფხაზეთისთვის დანიშნულმა ახალმა კურატორმა 1990-იანების კონფლიქტი "ნეონაციზმთან ბრძოლად" მონათლა

პუტინის მიერ აფხაზეთისთვის დანიშნულმა ახალმა კურატორმა 1990-იანების კონფლიქტი "ნეონაციზმთან ბრძოლად" მონათლა

02/04/2025 09:14:22 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, დე-ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბას "ინაუგურაციაზე" პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე - აფხაზეთის ახალი კურატორი სერგეი კირიენკო იმყოფება.

ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას კირიენკომ 1990-იანი წლების კონფლიქტი "ნეონაცისტებთან აფხაზეთის ბრძოლად" მოიხსენია და განაცხადა, რომ "დღესაც უკრაინაში სწორედ ნეონაციზმს ებრძვის რუსეთი".

ცნობისთვის: ინაუგურაცია სოხუმის ე.წ. სამთავრობო შენობათა კომპლექსის დიდ დარბაზში ჩატარდა. კირიენკოს გარდა, მას რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ლიდერი ალან გაგლოევი და თვითაღარებული დნესტრისპირეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წევრი, რუსეთის სადეპუტატო კორპუსისა და რეგიონული ხელისუფლებების წარმომადგენლები, სოხუმში რუსეთის, ე.წ. "სამხრეთ ოსეთის", ვენესუელისა და ნიკარაგუას "ელჩები" დაესწრნენ.

მათთან ერთად "ინაუგურაციაზე" მიწვეულები იყვნენ წინა დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია და აფხაზური ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა.

თავის მხრივ, ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბადრა გუნბას "გულითადი მილოცვა" გაუგზავნა და 9 მაისისთვის მოსკოვში დაგეგმილ საზეიმო აღლუმზე მიიწვია.

"ჩვენს ხალხებს ისტორიული ძმობა, მათ შორის დიდ სამამულო ომში გამარჯვების ისტორია აკავშირებთ. ეს გამარჯვებულთა ისტორიაა! ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მეგობრობისა და მოკავშირეობის სულისკვეთებით ვითარდება. ვიმედოვნებ, თქვენი მოღვაწეობა აფხაზური სახელმწიფოს სათავეში ხელს შეუწყობს ჩვენი სახელმწიფოების შემდგომ დაახლოებას" - ნათქვამია გუნბასადმი პუტინის მილოცვაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S