Accentnews.ge
ზურაბიშვილი: პლატფორმაში შემავალი პარტიები კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებენ

ზურაბიშვილი: პლატფორმაში შემავალი პარტიები კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებენ

02/04/2025 11:28:04 პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, წინააღმდეგობის პლატფორმაში შემავალი პარტიები შეთანხმდნენ, რომ სადავო პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

"წინააღმდეგობის პლატფორმაში შემავალი პარტიები ე.წ. საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებენ რადგან, ერთი მხრივ, როგორც არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი, ეს კომისია სრულიად არალეგიტიმურია და მეორე მხრივ, იმიტომ, რომ ეს კომისია მხოლოდ რუსულ ინტერესებს ემსახურება",- თქვა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ეს კომისია ასევე ემსახურება შიშის დათესვას:

"ახლა მიზანში პირდაპირ პოლიტიკური ლიდერები ჰყავთ ამოღებული, რადგან ხალხში ის აზრი გავრცელდეს, რომ ყველას მოგწვდებით და ყველა სამიზნეში ხართო". - თქვა ზურაბიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ".

31 მარტის საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას წინააღმდეგობის პლატფორმა პროევროპული პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით. პლატფორმა ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, რომლებიც მზად არიან, „პოლიტიკური შეუთავსებლობის მიუხედავად“ , იმუშაონ ორი მიზნის მისაღწევად: დაინიშნოს ახალი, სამართლიანი არჩევნები; გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები.

„კოორდინაცია დღეს შედგა – ის კოორდინაცია, რომელიც თავისი წესებით გუშინ გამოცხადდა, რომ ჩვენ უნდა შევაჯეროთ პოზიციები იმ მთავარ გამოწვევებზე და საკითხებზე, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს. შეჯერებული პოზიციები არ გამორიცხავს, რომ ინდივიდუალურმა პარტიებმა შემდგომ თავიანთი ხედვები წარადგინონ სხვანაირად, რაც ერთობლივად შეთანხმებული არ იქნება. ეს არის ასეთი ფორმის კოორდინაცია, რომელიც დღეს იწყებს მუშაობას“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური პოლიტიკურ პარტიებთან 1 აპრილს გამართული შეხვედრის შემდეგ.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ერთობლივი პოზიციების ერთ-ერთი მიმართულება უნდა იყოს პოლიტიკური პატიმრები და ყველა ის რეპრესიული კანონი, რომელსაც „ქართული ოცნება“ იღებს.

„აქ შემოსული პარტიების ერთიანი პოზიციაა, რომ ჩვენ მივდივართ არჩევნების გზაზე, მშვიდობიან გზაზე. მივაღწევთ არჩევნებსაც, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც, მაგრამ ჩვენ არ ვირჩევთ სხვა გზებს, რომლებიც შეიძლება ვიღაცის აზრში არსებობს, მაგრამ ეს არის ჩვენი გაერთიანებული პოზიცია“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ფედერალისტების“ ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით, ახალ ფორმატს შეუერთდნენ: ფედერალისტები, გახარია — საქართველოსთვის, ლელო, დროა, თავისუფლების მოედანი, ევროპული საქართველო, სტრატეგია აღმაშენებელი.

შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ: „გირჩი — მეტი თავისუფლება“, „ახალი“, „ნაციონალური მოძრაობა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S