Accentnews.ge
ცაჰკნა: ევროკავშირს მოვუწოდებთ, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი დაიწყოს

ცაჰკნა: ევროკავშირს მოვუწოდებთ, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი დაიწყოს

03/04/2025 14:32:14 პოლიტიკა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნა ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქართველოს შესახებ.

"ესტონეთმა პირადი სანქციების, ასევე ეროვნული სანქციების ქვეშ მოაქცია ათობით ადამიანი, მათ შორის ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი. ასევე, ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი",- თქვა მინისტრმა და პროცედურებიც განმარტა.

"დიახ, ეს საკითხი შეიძლება დადგეს დღის წესრიგში - ამ პროცესის დასაწყებად საჭიროა 15 წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა, რათა განვიხილოთ და ვუთხრათ რეჟიმს, რომ ქცევა უნდა შეცვალოს",- დასძინა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S