Accentnews.ge
თორნიკე რიჟვაძეს პოლიციის სანქცირებული მაღალჩინოსანი სულხან თამაზაშვილი ჩაანაცვლებს

თორნიკე რიჟვაძეს პოლიციის სანქცირებული მაღალჩინოსანი სულხან თამაზაშვილი ჩაანაცვლებს

04/04/2025 16:26:07 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" მთავრობის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის "პოსტზე" თორნიკე რიჟვაძეს ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი ჩაანაცვლებს.

სულხან თამაზაშვილი, რომელიც მანამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, 4 აპრილს 20:00 საათზე საზოგადოებას „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ და პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა წარუდგინეს.

დიდი ბრიტანეთმა თამაზაშვილს და შსს-ის რამდენიმე მაღალჩინოსნს სანქციები 2024 წლის 19 დეკემბერს დაუწესა. ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, მათ სანქციები დაუწესეს, რადგან პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე.

თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც გადადგომის შესახებ 4 აპრილის დილას "ფეისბუქით" ამცნო საზოგადოებას, საღამოს გამართულ ბრიფინგს, სადაც მას მადლობა გადაუხადეს და თამაზაშვილი წარადგინეს, საერთოდ არ დასწრებია.

რიჟვაძის გადადგომის შემდეგ თანამდებობა დატოვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გრიგოლ ბესელიამ.

იგი გიორგი ბუხრაშვილმა შეცვალა, რომელიც აქამდე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.

შსს-ს პრესცენტრში თქვეს, რომ ცვლილების საფუძველი როტაციაა.

სად გააგრძელებს რიჟვაძე მუშაობას ჯერ უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S