Accentnews.ge
საქართველოში პუტინის პროპაგანდისტი ქსენია ბოროდინა ისვენებს

საქართველოში პუტინის პროპაგანდისტი ქსენია ბოროდინა ისვენებს

06/04/2025 11:01:27 პოლიტიკა

საქართველოში ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტის - ვლადიმირ პუტინის გულანთებული მხარდამჭერი, კრემლის პოლიტიკის პროპაგანდისტი ქსენია ბოროდინა ისვენებს.

რუს ტელეწამყვანს თან ახლავს მეგობრების ჯგუფი რუსული ესტრადის წარმომადგენელთან - მუსიკალურ ჯგუფ "ბლესტაშიეს" სოლისტ ოლგა ორლოვასთან ერთად.

სოციალურ ქსელში მათი ვიზიტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ვრცელდება. სოცქსელების მომხმარებლებმა ისინი ამჯერად კახეთში, ბოდბეში დააფიქსირეს.

ცნობისთვის: კრემლის პროპაგანდისტი საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელაა ნამყოფი და მისი ვიზიტები გასაგები მიზეზების გამო ყოველ ჯერზე ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან უკმაყოფილების საგანი ხდებოდა.

"ამჯერად ბოდბეში ისვენებენ. პუტინის პროპაგანდისტი კვლავ უპრობლემოდ შემოუშვეს საქართველოში და შსს-ს მხრიდან კვლავ არანაირი რეაგირება არ ხდება" - წერენ სოცქსელების მომხმარებლები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S