დაკავებულია ჩვენი ჟურნალისტი, საბა სორდია - "ინდიგო"

06-04-2025 16:47:17 პოლიტიკა

გამოცემა "ინდიგო" ავრცელებს ინფორმაციას თავისი ჟურნალისტის, საბა სორდიას დაკავების შესახებ.

გამოცემისთვის არსებული ინფორმაციით, ის 6 აპრილს, დღის საათებში, მარჯანიშვილის მეტროსთან დააკავეს და ამ დროისთვის დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

ჟურნალისტი, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებითაა დაკავებული.

"მისმა მეგობრებმა და კოლეგებმა მისი ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მეგობრებთან დაგეგმილ შეხვედრაზე არ მივიდა და იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც უნდა შეხვედროდნენ, მისი კუთვნილი სკუტერი იპოვეს დაგდებული"- წერს გამოცემის დირექტორი ნატა ძველიშვილი.