Accentnews.ge
პაპუაშვილმა პარლამენტის აპარატში რეორგანიზაცია გამოაცხადა

პაპუაშვილმა პარლამენტის აპარატში რეორგანიზაცია გამოაცხადა

07/04/2025 11:17:31 პოლიტიკა

სადავო პარლამენტოს თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 3 აპრილიდან პარლამენტის აპარატში რეორგანიზაცია გამოაცხადა. პროცესის შედეგად, შეიცვლება მისი სტრუქტურა და საშტატო ნუსხა.

პაპუაშვილის ბრაძანების მიხედვით, რეორგანიზაცია პარლამენტის აპარატის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებს შეეხება:

ა) ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტი;

გ) იურიდიული დეპარტამენტი;

დ) საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი;

ე) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი;

ვ) სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ზ) საორგანიზაციო დეპარტამენტი;

თ) საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ი) საქმისწარმოების დეპარტამენტი;

კ) მანდატურის სამსახური;

ლ) პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი.

პროცესს უხელმძღვანელებს პარლამენტის აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S