ცხინვალის პასუხი კობახიძეს

07-04-2025 15:24:11 კონფლიქტები

"ოცნების" პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ვითომდა მოსალოდნელი აღდგენის თაობაზე ცხინვალი მმართველი ძალის მიერ საქართველოში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე მოსახლეობისთვის სენსიტიური თემით სპეკულირების მცდელობად აფასებს.

ცნობისთვის: კობახიძემ პროპაგანდისტული სახელისუფლებო ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გაიმეორა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო ნარატივი, თითქოს მსოფლიოში არსებული დინამიური ვითარების გათვალისწინებით, "ნებისმიერ წუთს" შეიძლება, შეიქმნას პირობები საქართველოს ტერიტორიული გამთლიანებისთვის და რომ "ამისთვის მოსამზადებლად" საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება.

"სამხრეთ ოსეთისთვის მიუღებელია ოფიციალური თბილისის თეზისები და წარმოდგენები ჩვენი ურთერთობების დარეგულირების შესაძლებლობის თაობაზე. ჩვენ არაერთგზის დაგვიფიქსირებია ცხინვალის პოზიცია, რომელიც სამხრეთ ოსეთის ხალხის ნების საფუძველზე ჩვენს კონსტიტუციაშია გამყარებული. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება მოწოდებულია, აშენოს დამოუკიდებელი სახელმწიფო, ხალხის ნების საფუძველზე არჩეული განვითარების ვექტორის შეცვლას არ აპირებს და კვლავინდებურად გააგრძელებს ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოების გარანტორთან - რუსეთთან ურთერთობების ყოველმხრივ გაღრმავებას" - ნათქვამია დე-ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები